ფეხბურთი

1:52 | 26.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ნიკო პასის დაბრუნებას გეგმავს

ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, მადრიდის „რეალმა“ გადაწყვიტა, გუნდში დააბრუნოს 21 წლის ნახევარმცველი ნიკო პასი, რომელიც ამჟამად იტალიურ „კომოში“ თამაშობს.

წყაროს ცნობით, კლუბის მენეჯმენტი მომავალ ზაფხულს გამოსყიდვის ოფციის გააქტიურებას გეგმავს. დაბრუნების შემდეგ, ფეხბურთელი ძირითადი გუნდის ნაწილი უნდა გახდეს და მისი შემდგომი გაყიდვის შესაძლებლობა ამჟამად არ განიხილება.

ნიკო პასი „კომოს“ 2024 წლის აგვისტოში შეუერთდა. იტალიური გუნდის მაისურით არგენტინელმა ყველა ტურნირზე 51 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.092833