იტალიელი ფეხბურთელი ლორენცო ინსინიე, შესაძლოა, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სერია A-ში დაბრუნდეს.
TuttoMercatoWeb-ის ცნობით, 34 წლის ფეხბურთელი „ლაციოსთან“ კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა. კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება გათვლილი, გახანგრძლივების ოფციით. ინსინიეს კვლავ მაურიციო სარისთან მუშაობა სურს, რომლის ხელმძღვანელობითაც ის უკვე თამაშობდა „ნაპოლიში“ 2015-2018 წლებში.
ინსინიე თავისუფალი აგენტია 2025 წლის ზაფხულიდან, როდესაც მან ტორონტო დატოვა MLS-ში სამი სეზონის შემდეგ. „ლაციომ“ იტალიელის დამატება ზაფხულში უკვე სცადა, თუმცა მაშინ ტრანსფერი ახლახან მოხსნილი სატრანსფერო ბანის გამო ჩაიშალა.





