ფეხბურთი

11:00 | 26.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

სალიბა: "პრემიერლიგა მიყვარს, მაგრამ პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა"

„არსენალის“ ცენტრალურმა მცველმა ვილიამ სალიბამ პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ბრძოლაზე ისაუბრა.

„ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ ამას ჩემს თანაგუნდელებთან. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს პრემიერლიგა, ჩემი პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაა, რადგან „არსენალს“ ჩემპიონთა ლიგა აქამდე არასდროს მოუგია და ეს ჩემი საყვარელი ტურნირია. თუმცა, თუ ორივეს მოგებას შევძლებთ, ამ სიამოვნებაზე უარს არ ვიტყოდი“, - თქვა სალიბამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ვილიამ სალიბამ „არსენალის“ მაისურით 19 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089979