ფეხბურთი

12:14 | 26.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ვლაჰოვიჩის უფასოდ დამატებას აპირებს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი შესაძლოა, ზაფხულში „მილანში“ გადავიდეს.

სერბ ფორვარდს „ბიანკონერისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, რომლის განახლებას მხარეები არ აპირებენ. ნიკოლო სკირას ინფორმაციით, „მილანი“ დაინტერესებულია ამ შესაძლებლობთ და ფეხბურთელის აგენტი დარკო რისტიჩი გასულ კვირაში „როსონერის“ სპორტულ დირექტორ იგლი ტარეს შეხვდა, რათა განეხილათ ეს შესაძლებლობა და „მილანის“ სამომავლო გეგმები.

დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსს“ 2022 წლის იანვარში შეუერთდა და მას შემდეგ 162 მატჩში 64 გოლი გაიტანა. მანამდე სერბი „ფიორენტინასა“ და „პარტიზანში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084591