NBA-ში „დენვერ ნაგეტსმა“ საკუთარ მოედანზე „მინესოტა ტიმბერვულვზი“ ოვერტაიმში დაძაბულ ბრძოლაში 142:138 დაამარცხა, რასაც ვერ შეძლებდა, რომ არა ფანტასტიკურად მოთამაშე ნიკოლა იოკიჩი.
სერბმა პირადად გადაწყვიტა მატჩის ბედი, რადგან გუნდს 56 ქულა, 16 მოხსნა და 15 პასი შესძინა და სამმაგი დუბლი შეასრულა. არადა, „მინესოტაში“ენტონი ედვარდსაც საოცარი თამაში ჰქონდა, რომელმაც 44 ქულა დააგროვა. „დენვერს“ იოკიჩის გარდა, 35 ქულით და 10 მოხსნით დაეხმარა ჯამალ მიურეი.
„დენვერი“ დასავლეთ კონფერენციაში 22 მოგებით და 8 წაგებით მესამეა, ხოლო „მინესოტას“ მოგება-წაგების ბალანსი 20-11-ზეა, რითაც მეხუთე ადგილს იკავებს.









