ფეხბურთი

14:40 | 26.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

L'Equipe-მა უსმან დემბელე საფრანგეთის 2025 წლის სპორტსმენად დაასახელა

პსჟ-ს თავდამსხმელი უსმან დემბელე ავტორიტეტულმა გამოცემა L'Equipe-მა 2025 წლის საუკეთესო ფრანგ სპორტსმენად დაასახელა.

ჯილდოსთვის ბრძოლაში 28 წლის ფრანგმა 803 ქულა დააგროვა, რამაც მას საშუალება მისცა, რომ მოცურავე ლეონ მარშანს (661) და შარლი დალინს (380) გაესწრო.

საფრანგეთის წლის 10 საუკეთესო სპორტსმენს შორის კიდევ ერთი ფეხბურთელი შევიდა და ისიც პსჟ-ს წარმოადგენს - თავდამსხმელი დეზირე დუე, რომელმაც 71 ქულა დააგროვა და მეცხრე ადგილი დაიკავა.

მიმდინარე სეზონში დემბელემ 18 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ასევე მოიგო „ოქროს ბურთი“ და ფიფას ვერსიითაც 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170715