ფეხბურთი

15:12 | 26.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლოა კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს

საუდის არაბეთის პრო ლიგის კლუბები „ბარსელონას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკით სერიოზულ ინტერესს იჩენენ. AS-ის ცნობით, ფეხბურთელს შესაძლოა მინიმუმ ორი სეზონით კონტრაქტი შესთავაზონ, რაც ფინანსურად უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე MLS-ის შეთავაზება.

ლევანდოვსკის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში. მისი მომავალი პოლონელი თავდამსხმელის აგენტს, პინი ზაჰავის, და საუდის არაბეთის კლუბებს შორის მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული. 37 წლის ფეხბურთელისთვის ახლო აღმოსავლეთში გადასვლა რეალისტური და მიმზიდველი ვარიანტია.

გასულ კვირას ლევანდოვსკიმ MLS-ის ბინადარ „ჩიკაგოს“ ინტერესი დაიმსახურა, თუმცა ამერიკული კლუბის ფინანსური პირობები საუდის არაბეთის შეთავაზებებთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია.

პოლონელმა თავდამსხმელმა „ბარსელონას“ გუნდში წამყვანი როლი დაკარგა, ფიზიკურმა პრობლემებმა კი მისი სათამაშო დრო ბოლო დროს შეზღუდა. მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ „ბარსელონას“ მაისურით 18 თამაში ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088071