ფეხბურთი

14:07 | 26.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზაფხულში "რეალის" პრიორიტეტი პსჟ-ს ფეხბურთელის შეძენა იქნება

პორტუგალიის ნაკრებისა და პსჟ-ს ნახევარმცველის, ვიტინიას შეძენა მადრიდის „რეალს“ სურს. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება.

ვიტინია „სამეფო კლუბისთვის“ ზაფხულში პრიორიტეტული ვარიანტი იქნება. ფლორენტინო პერესი მზადაა პორტუგალიელის სანაცვლოდ ფრანგულ კლუბს 90 მილიონი ევრო შესთავაზოს, სწორედ ეს თანხაა ვიტინიას გამოსასყიდი ფასი, რომელიც 2026 წლის მუნდიალის შემდეგ გააქტიურდება.

ვიტინია პსჟ-ს ღირსებას 2022 წლიდან იცავს და 176 მატჩში 24 გოლის გატანა მოახერხა. მას განსაკუთრებით შთამბეჭდავი გასული სეზონი ჰქონდა, როდესაც პარიზელთა წარმატებებში უდიდესი წვლილი შეიტანა.

პარი სენ-ჟერმენამდე ვიტინია „პორტუს“ და ინგლისური „ვულვზის“ ღირსებას იცავდა, პორტუგალიის ნაკრებში კი 35 უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული.

თეგებივიტინიაპსჟ
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095832