„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
მათ შორის, კობი მეინუზე, კაზემიროსა და იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გეგმაზე:
კობი მეინუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მომავალი იქნება. ის უბრალოდ უნდა დაელოდოს თავის შანსს და ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება ორ დღეში შეიცვალოს. თუ ვინმეს ვერ ვიყიდით, მისი წასვლის შანსი დიდი არ იქნება.
თუ ყველა კაზემიროს მსგავსად იმუშავებს, ყველაფერი უკეთ იქნება. საქმე კონცენტრირებაშია, შეგიძლიათ გაიგოთ, რატომ მოიგო ამ ბიჭმა ხუთი ჩემპიონთა ლიგა. თუ ყურადღებას მიაქცევთ ყველაფერს, რასაც ის აკეთებს... ის უბრალოდ საუკეთესო მოთამაშეა.
თუ კარგი ფეხბურთელის მოყვანას შევძლებთ, ვიმუშავებთ იანვარში, თუ არა, ფულს ზაფხულში დავხარჯავთ. თუ გვექნება შესაძლებლობა, დავამატოთ ფეხბურთელი, რომელიც, ჩვენი აზრით, კლუბის მომავალს წარმოადგენს, ის აუცილებლად მოვა. იანვარში გვაქვს გეგმა და მას მივყვებით“, - თქვა ამორიმმა.






