პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი გარემარბის ვინისიუს ჟუნიორის შესაძლო შეძენას ვეტო დაადა, ამის შესახებ El Nacional-ი იტყობინება.
25 წლის ფეხბურთელმა ჯერ კიდევ არ გაახანგრძლივა კონტრაქტი „რეალთან“. თუ სეზონის ბოლომდე ეს არ მოხდება, მადრიდულმა კლუბმა შესაძლოა ის ზაფხულში გაყიდოს. თუმცა, პსჟ ამ რბოლაში მონაწილეობას არ მიიღებს.
წყაროს ცნობით, სწორედ ლუის ენრიკემ დაარწმუნა კლუბის ხელმძღვანელობა, რომ ტრანსფერის იდეაზე უარი ეთქვათ. ესპანელი სპეციალისტი ეჭვობს, რომ ვინისიუსი შეძლებს მის სათამაშო მოდელთან ადაპტაციას და ასევე არ მოსწონს ბრაზილიელის დაცვის ხაზში მუშაობის უნარი.
აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის სურს ვინისიუსის შეძენა, მაგრამ ლუის ენრიკეს პოზიცია გადამწყვეტი იქნება.






