თამაშგარე

16:55 | 26.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

კოულ პალმერი თავისას არ იშლის

დიდი მამაილა ვინმეა ინგლისელი კოულ პალმერი, რომელიც თითქოს მშვიდი და უწყინარი ბუნების ბიჭია, მაგრამ როდესაც საქმე მის პირად ცხოვრებას, სარეცელის შევსებას და სექსუალურ ბრახა-ბრუხს ეხება, უმალ სექს-გიგანტად მოგვევლინება ხოლმე.

როგორც დამნაშავე უბრუნდება თავის დანაშაულის ადგილს, კოულიც ზუსტად ისე დაუბრუნდა ლონდონის ცნობილ ჰაიდ-პარკს, სადაც ყოველ წელს სხვადასხვა გოგოები დაჰყავს სასეირნოდ და მერე იქვე ახლოს „გასაფორმებლად“ მიაცუნცულებს. შარშან მოცეკვავე კონი გრეის ასეირნებდა, ახლა კი ოლივია ჰოლდერთან ერთად გამოიჭირეს, რომელსაც დაუფარავად ეფანცქვალებოდა, ეტმასნებოდა და ეშარიშურებოდა.

ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი სულ რაღაც 23 წლისაა და მთელს ბრიტთა კუნძულზე უკვე იმდენად გაუვარდა მექალთანე კაცის სახელი, რომ არაა გამორიცხული 5-6 წელიწადში „ნისლიან ალბიონზე“ დიდი და პატარა მის „ყვითელს“ ამბებს განიხილავდეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091777