„ლივერპული“ ტრავმირებული თავდამსხმელის ალექსანდერ ისაკის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატს განიხილავს - გვამცნობს Caught Offside.
პსჟ-ს თავდამსხმელი გონსალუ რამუში ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია. მერსისაიდელებმა შესაძლოა პორტუგალიელი ექვსთვიანი იჯარით დაიმატონ.
„ლივერპული“ ასევე „იუვენტუსის“ თავდამსხმელ დუშან ვლაჰოვიჩს და „ალ-აჰლის“ შემტევ ივან ტონის აკვირდება. თუმცა, ეს ფეხბურთელები უფრო გრძელვადიან გადაწყვეტილებებად განიხილება.
შეგახსენებთ, რომ ისაკმა ტერფის ტრავმა, მათ შორის ფიბულას მოტეხილობა, პრემიერლიგის მატჩში „ტოტენჰემთან“ (2:1) მიიღო. Athletic-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელმა შესაძლოა რამდენიმე თვე ვერ ითამაშოს.






