ფეხბურთი

19:56 | 26.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ვეცდებით, წელიწადი კარგ განწყობაზე დავასრულოთ“ - ვან დეიკი „ლივერპულისა“ და „ვულვერჰემპტონის“ მატჩის წინ

„ლივერპულის“ კაპიტანმა ვირჯილ ვან დეიკმა ისაუბრა ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურის მატჩის წინ, რომელშიც „წითლები“ „ვულვერჰემპტონს“ დაუპირისპირდებიან. თამაში შაბათს, 27 დეკემბერს გაიმართება „ენფილდზე“ და თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

„ამჟამად, ჩვენი მთელი ყურადღება მხოლოდ შაბათის მატჩზეა კონცენტრირებული, სადაც ბოლოდროინდელი წარმატების გაგრძელებას ვვარაუდობთ. ვეცდებით, წელიწადი „ენფილდზე“ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე კარგ განწყობაზე დავასრულოთ. ვიცი, რომ ბევრი უყურებს ამ თამაშს, დააკვირდება ჩვენი მოწინააღმდეგის პოზიციას ლიგის ცხრილში და ელის ჩვენგან გამარჯვებას, მაგრამ ჩვენ გვესმის, ეს იქნება რთული თამაში გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან მოტივირებულია“, - ციტირებს ვან დეიკის სოტყვებს კლუბის ოფიციალურ ვებ-გვვერდი..

ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული 17 მატჩის შემდეგ, „ლივერპულს“ 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. „ვულვზი“ ორი ქულით ბოლო, მე-20-ზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096825