ფეხბურთი

21:48 | 26.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰის პენალტით აფრიკის თასზე ეგვიპტემ სამხრეთ აფრიკას მოუგო

აფრიკის ერთა თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი ეგვიპტესა და სამხრეთ აფრიკას შორის დასრულდა. თამაში აგადირში, „ადრარის“ სტადიონზე ჩატარდა და ეგვიპტელთა გამარჯვებთ - 1:0 დასრულდა.

ერთადერთი ბურთი 45-ე წუთზე ეგვიპტელთა შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა პენალტით გაიტანა.

B ჯგუფში ორი მატჩის შემდეგ, ეგვიპტეს ექვსი ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. სამქულიანი სამხრეთ აფრიკა მეორეზე.

2025 წლის აფრიკის ერთა თასი მაროკოში იმართება. შეჯიბრში ოცდაოთხი ეროვნული ნაკრები მონაწილეობს. ტურნირი 18 იანვრამდე გაგრძელდება. აფრიკის ერთა თასის მოქმედი ჩემპიონი კოტ-დ’ივუარია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099895