ფეხბურთი

22:50 | 26.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „4 თუ 5 კილოგრამი მოვიმატე. ფეხბურთელები კი იდეალურად იქცეოდნენ“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელები საშობაო არდადეგებიდან ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში დაბრუნდნენ. ესპანელმა მწვრთნელმა ადრე თქვა, რომ ჭარბწონიანი მოთამაშეები პრემიერლიგის მატჩზე „ნოტინგემ ფორესტის“ წინააღმდეგ 27 დეკემბერს არ გაემგზავრებოდნენ.

„ოთხი თუ ხუთი კილოგრამი მოვიმატე იმის გამო, რომ ბევრს ვჭამდი და ვსვამდი. ფეხბურთელები კი ბოლო 10 წლის განმავლობაში წარმოუდგენლად დისციპლინირებულები იყვნენ. გასულ სეზონში ტრავმებმა საქმე ცოტათი გაგვირთულა, მაგრამ ახლა უკეთესობაა. კლუბში სტანდარტები გვაქვს და ყველამ ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Manchester Evening News.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.205726