ფეხბურთი

23:51 | 26.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკიმ ისაუბრა იმაზე, თუ რის მიღწევას ისურვებს ფეხბურთში კარიერის ბოლო წლებში

„ბარსელონასა“ და პოლონეთის ნაკრების 37 წლის თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ აღიარა, რომ ფეხბურთში კარიერის ბოლო წლებს ითვლის და ისაუბრა იმაზე, თუ რას იმედოვნებს 2026 წელს.

„ვიმედოვნებ, რომ ჩვენ (პოლონეთის ნაკრები) ორ საკვალიფიკაციო მატჩს ჩავატარებთ და მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ. ყველაფრის მიღწევა მინდა: მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა, ესპანეთის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგა. მესმის, რომ ეს ჩემი ბოლო წლებია ფეხბურთში“, - თქვა ლევანდოვსკიმ Rymanowski Live YouTube არხზე გავრცელებულ ვიდეოში.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩში პოლონეთი ალბანეთს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, პოლონეთის ნაკრები უკრაინა-შვედეთის მატჩის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101111