ფეხბურთი

0:20 | 27.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა, მადრიდის „რეალს“ ბელინგემში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მადრიდის „რეალის“ 22 წლის ნახევარმცველ ჯუდ ბელინგემში 200 მილიონი ევროს შეთავაზებას გეგმავს. OK Diario-ს ცნობით, „წითელი ეშმაკები“ გარიგების დასრულებას 2026 წლის ზაფხულში აპირებენ.

ინგლისელი ნახევარმცველი იმ ხუთი ფეხბურთელიდან ერთ-ერთია, რომელთა გაყიდვა „რეალში“ არ შეიძლება. თავად ბელინგემს ამჟამად „ლოს ბლანკოსის“ დატოვება არ სურს.

ინგლისელი „რეალს“ 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ სეზონში ბელინგემმა ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, ხუთი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089936