ცნობილი ფრანგი სპეციალისტი ჟან-ლუი გასე 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გასე ბოლოს „მონპელიეს“ მთავარი მწვრთნელი იყო, რომელსაც 2024-2025 წლებში წვრთნიდა, ხოლო მანამდე 1998-1999 და 2017 წლებშიც. გარდა ამისა, „კაენის“, „ისტრის“, „სენტ ეტიენის“, „ბორდოს“, „მარსელის“ და კოტ დივუარის მწვრთნელი იყო.






