ნეაპოლურმა გამოცემა Area Napoli Caughtoffside-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „ნაპოლის“ ინტერესის სფეროში გიორგი წიტაიშვილი მოხვდა.
წყაროს თანახმად, კლუბის სპორტული დირექტორის, ჯოვანი მანას სიაში ქართველი შემტევია, მაგრამ სხვა კონკრეტული დეტალები უცნობია. წიტაიშვილი ამჟამად იჯარით „მეცში“ თამაშობს, მაგრამ კიევის „დინამოს“ ეკუთვნის, რომელთანაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ზაფხულში თავისუფალი გახდება.
ფრანგულმა მედიამ წიტაიშვილი მანამდე „ლაციოს“, „ლიონს“, „ლილს“ და „ვილიარეალსაც“ დაუკავშირა.
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში გიორგი წიტაიშვილმა 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.






