ფეხბურთი

16:50 | 27.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკიმ თავის მომავალზე ისაუბრა

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ თავის მომავალზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და საამისოდ, დრო აქვს:

„გადაწყვეტილების მისაღებად დრო მაქვს. ამჟამად არ ვიცი, სად მინდა თამაში. არ ვიცი, რომელი მიმართულება ავირჩიო, მაგრამ არანაირი ზეწოლა არ მაქვს. ბევრი რამ კლუბის გეგმაზე და ჩემს სურვილებზეა დამოკიდებული. მანამდე, მიმდინარე სეზონში ყველაფერი მინდა: მსურს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა, ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგება“, - თქვა პოლონელმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი ალბათობით, ესპანურ კლუბს დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.177111