ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურის მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ნიუკასლს“ შორის მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პატრიკ დორგუმ ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე გაიტანა.
პრემიერლიგაში ჩატარებული 18 მატჩის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. 23-ქულიანი „ნიუკასლი“ კი მე-11-ზე.







