NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც "ტორონტო რეპტორსი" სტუმრად "ვაშინგტონ უიზარდსთან" 117:138 დამარცხდა და სეზონში მე-14 მარცხი იგემა.
სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრა ძირითადი ხუთეულიდან დაიწყო და თავისი გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ქართველმა პარკეტზე 32:42 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა. სანდროს მონაგარი 13 ქულა, 11 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო, მან 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 6-დან 3 სამქულიანი.
შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 18 მოგებითა და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო მატჩს 29 დეკემბერს "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ გამართავს.









