ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Fichajes-მა 2025 წელს გაკეთებული საუკეთესო 5 ტრანსფერი დაასახელა, სადაც თავისი ადგილი დაისაკუთრა "პარი სენ-ჟერმენის ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ. გამოცემის თქმით, ქართველმა შემტევმა პსჟ-ს წარმატებაში გარდამტეხი წვლილი შეიტანა.
"2025 წლის იანვარში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში მოსვლა პარიზული გუნდისთვის გარდამტეხი მომენტი იყო. ქართველმა ფეხბურთელმა "ნაპოლი" 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა და სულ რაღაც 24 წლის ასაკში პარიზულ კლუბში ჩამოსვლის პირველივე დღიდან წამყვანი როლი დაიკავა, რითაც აჩვენა, რომ მზად იყო უაღრესად მომთხოვნი პროექტის ხელმძღვანელობისთვის.
მისი გავლენა საფრანგეთსა და ევროპაში მყისიერი იყო. კვარაცხელიამ დისბალანსი, კრეატიულობა და შეტევითი თანმიმდევრულობა მოიტანა, რასაც პსჟ წლების განმავლობაში ეძებდა დიდ მატჩებში. მისი 14 გოლი და 13 საგოლე გადაცემა 53 ოფიციალურ მატჩში მუდმივ გავლენას ასახავს, მაგრამ მისი რეალური ღირებულება გადამწყვეტ მომენტებში იყო.
ქართველი გარემარბი პარიზული კლუბის ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი გასაღები იყო. ის კარგად შეეწყო გუნდს და შესძინა ინდივიდუალურობა, რომელიც წარუმატებლობას იყო მიჩვეული", - წერს გამოცემა.
ესპანურმა გამოცემამ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის გარდა ხუთ საუკეთესო შორის ჟოან გარსიას (ბარსელონაში გადასვლა), რაიან შერკის (სიტიში გადასვლა), ჯანლუიჯი დონარუმას (სიტიში გადასვლა) და ლუის დიასის (ბაიერნში ტრანსფერი) შეიყვანა.






