ფეხბურთი

19:00 | 27.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბრედლი ბარკოლას დამატებით სამი გუნდი ინტერესდება

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი ბრედლი ბარკოლა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ერთ-ერთი მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Fichajes-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 23 წლის გარემარბით მიუნხენის "ბაიერნი", "ლივერპული" და მანჩესტერ "იუნაიტედი" ინტერესდებიან. ყველაზე მეტად კი მანჩესტერი აქტიურობს, რომლის მთავარი სამიზნე სწორედ ბარკოლაა. ფეხბურთელის დამატებით თავად "წითელი ეშმაკების" დამრიგებელი რუბენ ამორიმია დაინტერესებული.

პარიზული კლუბის დატოვების წინააღმდეგი არც ბარკოლაა, რომელსაც მეტი სათამაშო დრო უნდა, რომელსაც ლუის ენრიკე მას არ აძლევს. სწორედ ეს ფაქტორი შეიძლება გახდეს მთავარი გარდამტეხი და იანვარში ფრანგმა ფეხბურთელმა ადგილსამყოფელი შეიცვალოს.

შეგახსენებთ, რომ ბრედლი ბარკოლა პსჟ-ს ღირსებას 2023 წლიდან იცავს, მას მიმდინარე სეზონში 27 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 5 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167322