ფეხბურთი

16:15 | 27.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

Goal.com-მა ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტები დაასახელა

ცნობილმა გამოცემა Goal.com-მა 2026 წლის ოქროს ბურთის მოგების მთავარი პრეტენდენტები დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ტიპ 10-ში იმყოფება არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "ინტერ მაიამის" კაპიტანი ლიონელ მესი, რომელსაც აღნიშნული ჯილდო კარიერაში რვაჯერ აქვს მოგებული.

გოალის რეიტინგში პირველ ადგილს მიუხენის "ბაიერნის" ინგლისელი ფორვარდი ჰარი კეინი იკავებს, მეორე ადგილზე ერლინგ ჰოლანდია, ხოლო მესამეზე მადრიდის "რეალის" ფრანგი შემტევი კილიან მბაპე.

ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტები:

1 - ჰარი კეინი
2 - ერლინგ ჰოლანდი
3 - კილიან მბაპე
4 - ლამინ იამალი
5 - დეკლან რაისი
6 - ვიტინია
7 - მაიკლ ოლისე
8 - ლუის დიასი
9 - ლიონელ მესი
10 - აჩრაფ ჰაკიმი

შეგახსენებთ, რომ წელს ოქროს ბურთი უსმან დემბელემ დაისაკუთრა, რომელიც ტოპ 10-ში საერთოდ არ იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.087303