NBA-ს მორიგი სათამაშო დღეს "ორლანდო მეჯიქმა" საკუთარ მოედანზე "შარლოტ ჰორნეტს" უმასპინძლა და 105:120 დამარცხდა.
"ორლანდოს" რიგებში კვლავ არ უთამაშია გოგა ბითაძეს. საქართველოს ნაკრების ცენტრმა უკვე მეორე შეხვედრა გამოტოვა მუხლის ტრავმის გამო. ჯერჯერობით მისი დაბრუნების თარიღი უცნობია.
"ორლანდომ" მატჩი თავიდანვე ცუდად დაიწყო და პირველი მეოთხედი 10-ქულიანი სხვაობით დათმო, შემდეგ კი მატჩში დაბრუნება გაუჭირდა. საბოლოოდ გოგას გუნდმა მიმდინარე სეზონში მე-14 მარცხი იწვნია.
შეგახსენებთ, რომ "ორლანდო" 17 მოგებითა და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო მატჩს 29 დეკემბერს "ოკლაჰომა სითი თანდერთან" სტუმრად გამართავს.









