ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურის მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ნიუკასლს“ შორის მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ რუბენ ამორიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეს გამარჯვება მის "მანჩესტერულ" კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო.
"დიახ, ეს გამარჯვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ჩემი აქ ყოფნის პერიოდში. მოგება კარგი შეგრძნებაა, თუ ჩვენს სხვა თამაშებს შევადარებთ დღეს ჩვენ ბევრი ვიტანჯეთ და თამაშის ხარისხი ნამდვილად კარგი არ ყოფილა, მაგრამ არსებობს მომენტები, როდესაც ხარისხზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
ჩვენ ყველა ჩაწოდებას ვიგერიებდით, განსაკუთრებით მეორე ტაიმში გარკვეულ მომენტებში თავს 6 მცველით ვიცავდით, რადგან მიმდინარე სეზონში ბევრი მატჩი იყო, სადაც მეტოქეს ბევრად ვჯობდით, თუმცა მოგება ვერ შევძლეით. ბიჭების მონდომებით ძალიან კმაყოფილი ვარ და თუ სულ ასეთი სულისკვეთებით ვითამაშებთ ბევრ თამაშს მოვიგებთ," - განაცხადა ამორიმმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგაში ჩატარებული 18 მატჩის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. 23-ქულიანი „ნიუკასლი“ კი მე-11-ზე.






