ფეხბურთი

15:30 | 27.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"უოტფორდის" მწვრთნელი: "ეს გამარჯვება ჩვენი გულშემატკივრისთვის საშობაო საჩუქარია"

ინგლისური ჩემპიონშიფის 23-ე ტურში, გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „ლესტერს“ ესტუმრა და 1:2 გაიმარჯვა. გიორგი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 90+1-ე წუთზე ჯეიმს მორისმა შეცვალა.

მატჩის დასრულების შემდეგ "უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა ხავი გარსიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

"გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ, ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს მოგებისთვის. ეს გამარჯვება ჩვენი გულშემატკივრისთვის საშობაო საჩუქარია. მე ყველა ჩემს მოთამაშეს ვენდობი და მინდა მომდევნო შეხვედრებში ბევრ ფეხბურთელს მივცე თამაშის საშუალება. 10 დღეში 4 თამაშის ჩატარება გვიწევს და შეუძლებელია ერთი და იგივე მოთამაშეებით შედეგის მიღება. ახლა მთელი ყურადღება "ნორვიჩზე" უნდა გადავიტანოთ", - განაცხადა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ „უოტფორდი“ 23 ტურის შემდეგ 35 ქულით მე-8 ადგილზეა და პლეი-ოფის ზონას 1 ქულით ჩამორჩება. 29 დეკემბერს „უოტფორდი“ „ნორვიჩს“ შეხვდება, პირველ იანვარს „ბირმინგემს“ უმასპინძლებს ხოლო 4 იანვარს, „ჰალს“ ეწვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095908