UFC-ის ჩემპიონმა ისლამ მახაჩვემა კომენტარი მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ჩხუბზე გააკეთა. მისი აზრით მერაბი ერთ წელში მეოთხე ბრძოლის ჩატარებით ძალიან გადატვირთული იყო და იანმაც შანსი კარგად გამოიყენა.
"ბრძოლამდე ვფიქრობდი, რომ პიოტრ იანს მერაბთან რთული ბრძოლა ელოდა, თუმცა ნათელი იყო ის ფაქტი, რომ მერაბი გამოფიტული და გადაღლილი ჩანდა და იანისთვის ეს კარგი შანსი იყო, რომელიც მან გამოიყენა. იანს ბრძოლამდე ორი თვით ადრე დუაბის ერთ-ერთ რესტორანში შევხვდი და რამდენიმე რჩევაც მივეცი. არ ვიცი რამდენად გაითვალისწინა, მაგრამ ფაქტია, რომ კარგად მომზადებული იყო. მან ჭიდაობის გასაუმჯობესებლად კემპში დაღესტნელი ბიჭები აიყვანა, რამაც შედეგიც გამოიღო.
ჩემი აზრით მერაბი იანისთვის პრობლემას არარ წარმოადგენს და მესამე ბრძოლა უფრო ადვილი იქნება, რადგან მან უკვე იცის, თუ რას უნდა ელოდოს მერაბისგან" - განაცხადა მახაჩევმა.
შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანმა მერაბ დვალიშვილი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი დივიზიონის ქამარი დაისაკუთრა.









