სხვა

14:35 | 27.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბრუნო ფერეირა: "რომან მოდი გულშემატკივრებს ნამდვილი შოუ ვაჩვენოთ"

UFC-ის საშუალოწონოსანმა ბრაზილიელმა მებრძოლმა ბრუნო ფერეირამ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც რომან დოლიძეს მიმართა და გამოიწვია.

"რა თქმა უნდა, მომდევნო მეტოქის ბედს UFC-ის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, თუმცა არის ერთი ბიჭი, რომელთან ბრძოლა ძალიან მსურს. რომან შენს მიმართ არანაირი პირადული არ გამაჩნია, სრული პატივისცემა შენ, მაგრამ მოდი გავაკეთოთ ეს და მარტჩი გულშემატკივრებს ნამდვილი შოუ ვაჩვენოთ", - განაცხადა პერეირამ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ბრუნო ფერეირას UFC 326-ზე, რომელიც 7 მარტს გაიმართება, პაულო კოსთასთან უნდა ეჩხუბა, თუმცა უკანასკნელი ტრავმის გამო ბრძოლას ჩარხსნა და ახლა ფერეიერა ახალი ოპონენტის ძიებაშია.

რომან დოლიძემ ბოლო ბრძოლა აგვისტოში გამართა, სადაც ენტონი ერნანდესთან მახრჩობელა ილეთით დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168992