ფეხბურთი

21:53 | 27.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

აქაც ხვიჩაა საუკეთესო

27 დეკემბერს, სასტუმრო პარაგრაფ თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2025 გაიმართა.

წლის შემაჯამებელი ღონისძიება ლევან კობიაშვილის სიტყვით დაიწყო. სფფ-ის პრეზიდენტმა ფეხბურთის ფედერაციაში 10-წლიანი მოღვაწეობის პერიოდი შეაფასა, ისაუბრა ქართული ფეხბურთის მთავარ მიღწევებზე, მათ შორის, ისტორიულ ევრო 2024-ზე, ახალგაზრდული, ფუტსალისა და ქალთა ნაკრებების პროგრესზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთაშორისო წარმატებებზე. ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებსა და სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ სფფ-ის გუნდი ახალი წარმატებებისთვის აგრძელებს მუშაობას.

სფფ-ის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე.

GFF Awards 2025-ის ნომინაციებში რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, ქალთა ლიგის და ფუტსალის ლიგის კლუბების წარმომადგენლებმა.

გამარჯვებულებისთვის სპეციალური ჯილდოები დააწესა კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ. კომპანიის გადაწყვეტილებით, ალექსანდრე ჩივაძის სახელობის 17 და 19-წლამდე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელებს გადაეცათ ფულადი ჯილდო 3, 5 და 10 ათასი ლარის ოდენობით. საუკეთესო მსაჯის ნომინაციაში გამარჯვებულს 10 ათასი ლარი, ხოლო წლის საუკეთესო აზალგაზრდა ფეხბურთელს და ფუტსალის საუკეთესო მოთამაშეს 15 ათასი ლარი გადაეცა. საუკეთესო ქალ და კაც ფეხბურთელებს - 50 ათასი ლარი.

GFF AWARDS-ის 2025 წლის გამარჯვებულები

2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი: ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ).
ნომინანტები იყვნენ: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი).

2025 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: თეონა ბაქრაძე.
ნომინანტები: ნათია დანელია, ნინო ბუხრიკიძე.

2025 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე: გიორგი ღავთაძე.
ნომინანტები: გიორგი ჩიმაკაძე, არჩილ სებისკვერაძე.

2025 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე).

2025 წლის საუკეთესო მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი.
ნომინანტები: ირაკლი შენგელია, გიორგი ყრუაშვილი.

ალექსანდრე ჩივაძის მედლები 2025 წლის საუკეთესო 17-წლამდე და 19-წლამდე მოთამაშეებისთვის:

17-წლამდელთა სამეული
ოქრო: ანდრია ბართიშვილი (კოლხეთი 1913)
ვერცხლი: ლუკა შარიქაძე (დინამო თბილისი)
ბრინჯაო: საბა ავდოევი (იბერია 1999)

19-წლამდელთა სამეული
ოქრო: საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)
ვერცხლი: გიორგი გვასალია (დინამო თბილისი)
ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999)

Gff.ge

თეგებისფფ
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.099909