„ლივერპულის“ შემტევმა ნახევარმცველმა ფლორიან ვირცმა თავის პირველ გოლზე ისაუბრა „წითლების“ მაისურით, რომელიც ინგლისის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში გაიტანა „ვულვერჰემპტონის“ წინააღმდეგ (2:1).
„დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთ დღეს გავიტანდი გოლს. მინდოდა, უფრო ადრე დამეწყო გატანა და საგოლე გადაცემების შესრულება, მაგრამ ასეა და უნდა შევეგუო. შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. შემდეგ ცოტათი დავკარგეთ კონცენტრაცია, მაგრამ მაინც დავბრუნდით. ყველამ ბევრი იშრომა. გვინდა, ცხრილის სათავეში ვიყოთ. სეზონის დასაწყისი ჩვენთვის ადვილი არ იყო, მაგრამ ვვითარდებით და ქულებს ვიგროვებთ“, - ციტირებს ვირცის სიტყვებს Footmercato.
ამ სეზონში ფეხბურთელმა კლუბის რიგებში 23 მატჩი ჩაატარა ყველა შეჯიბრში, ერთი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.






