„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურში „ბრაიტონთან“ მისი გუნდის 2:1 გამარჯვების შემდეგ ისაუბრა.
„ძალიან კმაყოფილი ვარ თამაშით, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად, ჩვენ ვდომინირებდით. ბევრი შანსი შევქმენით, თუმცა, სხვაობა შეიძლებოდა გაცილებით დიდი ყოფილიყო, თამაშის განმავლობაში შექმნილი სიტუაციების, მომენტებისა და შანსების რაოდენობის გათვალისწინებით; ანგარიში 2:1 არ უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს პრემიერლიგაა და ეს არის ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაგვედგა. ვფიქრობ, მათ პირველივე დარტყმის შემდეგ გაიტანეს გოლი, შემდეგ კი დავიდ რაიას კიდევ ერთი მოგერიება მოუწია, რომ ეს შანსი შეენარჩუნებინა. მომწონს, როგორ გავუმკლავდით პრობლემებს. დღეს გახურებისას კალაფორი დავკარგეთ, დეკლან რაისს მცველის პოზიციაზე მოუწია თამაში და თქვენ ხედავთ, როგორ თამაშობდა. ასეთია მენტალიტეტი“, - უთხრა არტეტამ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს.
ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული 18 მატჩის შემდეგ, „არსენალს“ 42 ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს. „ბრაიტონი“ 24 ქულით მე-12 ადგილზეა.






