„ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურში „ჩელსისთან“ თავისი გუნდის სტუმრად გამარჯვების შემდეგ (1:2) ისაუბრა.
„ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ გულშემატკივრების, რადგან ისინი გვჭირდება და ისინი ჩვენთან არიან, გადმოგვცემენ თავიანთ ენერგიას და ჩვენ აქ ვართ, რომ მათთვის ვითამაშოთ. მოთამაშეების მოქმედება მოედანზე ფანტასტიკური იყო, მაგრამ პირველ ტაიმში გაგვიჭირდა. ვერ შევძელით რიტმის გამოძებნა ბურთის კონტროლისა და ხშირად შეტევისთვის. დაცვა გვჭირდებოდა და ამისთვის ფანტასტიკური სამუშაო შევასრულეთ. კუთხურიდან ერთი გოლი გავუშვით და მეორე ტაიმში რაღაცის შეცვლა გვჭირდებოდა, თამაშის სტრუქტურის შენარჩუნებით. აქ „ჩელსის“ დამარცხება ძალიან რთულია. ეს გვინდოდა და ბედნიერები ვართ, მაგრამ ასევე ვინარჩუნებთ ბალანსს და ვცდილობთ ყველა მატჩში ჩვენი მიზნის მიღწევას. ახლა ჩვენი მიზანი „არსენალია“, - უთხრა ემერიმ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს.
ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული 18 მატჩის შემდეგ, „ასტონ ვილას“ 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.






