სერია A-ს მე-17 ტურის მატჩი „პიზასა“ და „იუვენტუსს“ შორის დასრულდა. სტუმარმა ტურინელებმა 0:2 გაიმარჯვეს.
არტურო კალაბრეზიმ ავტოგოლი 73-ე წუთზე გაიტანა, ხოლო კენან ილდიზმა 90+2 წუთზე გააორა.
ამ თამაშის შემდეგ, „პიზა“ 11 ქულით იტალიის უმაღლეს დივიზიონში მე-19 ადგილზეა, ხოლო „იუვენტუსი“ 32 ქულით მესამეზე.
იტალია. სერია A. მე-17 ტური, 27 დეკემბერი: პარმა - ფიორენტინა 1:0, ლეჩე - კომო 0:3, ტორინო - კალიარი 1:2, უდინეზე - ლაციო 1:1, პიზა - იუვენტუსი 0:2






