აფრიკის ერთა თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი ნიგერიასა და ტუნისს შორის ნიგერიამ 3:2 მოიგო.
ვიქტორ ოსიმენმა ნიგერია 44-ე წუთზე დააწინაურა, ონინიე ნდიდიმ 50-ე წუთზე გუნდის უპირატესობა გააორმაგა, ხოლო ადემოლა ლუკმანმა ნიგერიელთა მესამე გოლი 67-ე წუთზე გაიტანა. მერე ტუნისელთა ჯერი დადგა 74-ე წუთზე მონტასარ ტალბიმ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო 87-ე წუთზე ალი აბდიმ პენალტით გაიტანა და ანგარიში 2:3 გახადა.
ამ თამაშის შემდეგ, ნიგერია C ჯგუფს ექვსი ქულით ლიდერობს, ხოლო ტუნისი სამი ქულით მეორე ადგილზეა.
2025 წლის აფრიკის ერთა თასი მაროკოში ტარდება. შეჯიბრში 24 ეროვნული ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც ექვს ჯგუფად არიან დაყოფილნი. ტურნირი 18 იანვრამდე გაგრძელდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი კოტ-დ’ივუარია.









