ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „პიზასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, მისი გუნდი ძლიერია, მაგრამ ეს მოედანზე უნდა აჩვენონ და მხოლოდ სიტყვები საკმარისი არაა:
„ეს არის გამარჯვება, რომელიც უფრო მეტ უნთუზიაზმს გვმატებს, იმაში, რასაც ვაკეთებთ. კარგი გუნდი ვართ, მაგრამ მხოლოდ ამის თქმა საკმარისი არ არის. ჩვენ ეს უნდა ვაჩვენოთ მოედანზე. დღეს პირველ ტაიმში ბევრი ფეხბურთელი თავის დონეზე ვერ თამაშობდა. პირველ ნახევარში სწრაფად ვერ ვთამაშობდით, ბოლო 6-7 წუთი და მეორე ტაიმის დასაწყისი ცუდი იყო, მაგრამ თამაშის დარჩენილ ნაწილში ვდომინირებდით. ჟეგროვა და დევიდი თამაშში კარგად ჩაერთვნენ, მათ მეტი ხარისხი მოგვიტანეს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც ცუდად არ გვითამაშია.
უნდა ვითამაშოთ იმის მიხედვით, თუ ვინ არის სატურნირო ცხრილში ჩვენზე წინ და არა იმ გუნდის მიხედვით, რომელსაც ვეთამაშებით, რადგან ყოველი დაკარგული ქულა არ არის ის, რასაც მაგალითად, "პიზას" აძლევ, არამედ, საჩუქარი იმ გუნდებისთვის, რომლებიც გვისწრებენ. პირველი ადგილი? თუ სხვები არ ითამაშებენ, ამაზე ფიქრი შეგვიძლია (იღიმის - რედ)“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, ხოლო ყველა ტურნირზე ბოლო 8 მატჩიდან მეშვიდედ გაიმარჯვა. ტურინული გრანდი 32 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში 3 იანვარს, „ლეჩეს“ უმასპინძლებს.






