ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025 წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
საინტერესოა, რომ 11-დან 10 ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენს“ წარმოადგენს, მხოლოდ მეისონ გრინვუდია გამონაკლისი, რომელიც „მარსელში“ თამაშობს.
და, ვინ ვერ მოხვდა პსჟ-ს ძირითადი შემადგენლობიდან სიმბოლურში? ხვიჩა კვარაცხელია. L’Equipe-ში გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ ის არ იმსახურებდა სიმბოლურში ყოფნას პსჟ-ს ფეხბურთელებიდან. მწვრთნელიც პარიზელებს წარმოადგენს - ლუის ენრიკე.
სიმბოლური ნაკრები ასეთია:
მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა
მცველები: აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი, ვილიამ პაჩო, ნუნუ მენდეში
ნახევარმცველები: ჟოაო ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი
თავდამსხმელები: მეისონ გრინვუდი, უსმან დემბელე, დეზირე დუე






