ფეხბურთი

12:16 | 28.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

პოლ სქოულზმა "მანჩესტერის" ისტორიაში ყველაზე ცუდი ფეხბურთელი დაასახელა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი ფეხბურთელი დაასახელა.

სქოულზის აზრით, ასეთი ავსტრალიელი მეკარე მარკ ბოსნიჩი იყო:

„მარკი წარმოუდგენლად არაპროფესიონალი იყო. უბრალოდ სასაცილო იყო. როგორც წესი, ვარჯიშზე კარში 15-20-ჯერ ურტყამენ, მაგრამ სამი დარტყმის შემდეგ იღლებოდა და ამბობდა: „არა, კარში სხვა დააყენეთ“.

„ასეთი რამ არასდროს მინახავს - მას უბრალოდ ბურთის მოედნის ცენტრამდე დარტყმა არ შეეძლო. იდეალური დღე იყო, ქარი არ ქროდა, მაგრამ ბურთის მოედნის ცენტრში ამოტანა არ შეეძლო. ის სრული იმედგაცრუება იყო“, - აღნიშნა სქოულზმა.

შეგახსენებთ, რომ მარკ ბოსნიჩი „მანჩესტერმა“ 1999 წელს „ასტონ ვილადან“ შეიძინა, როგორც პეტერ შმეიხელის მემკვიდრე, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ლონდონის „ჩელსიში“ გაასხვისა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.17494