ფეხბურთი

14:36 | 28.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "ილდიზი შვილივით მიყვარს, ის მაშინაც მჭირდება, როცა სახლში ვარ"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ქენან ილდიზი კიდევ ერთხელ შეაქო.

„პიზასთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც თურქმა გოლი გაიტანა, სპალეტიმ მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ილდიზი ჩვენი 10 ნომერია, მან ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, კარგ თუ ცუდ მომენტებში. ის შვილივით მიყვარს, რადგან ვიცი, რომ ქენანი არის ის, ვისაც შეუძლია ჩვენთვის ყველაფრის შეცვლა, რომელსაც შეუძლია თამაშის ნებისმიერ მომენტში შეცვალოს სიტუაცია. ამიტომ ვცდილობთ, რაღაც ვუთხრათ, ზოგჯერ სწორი გზით, ზოგჯერ სხვა გზებით, მაგრამ ვერავინ შეძლებს ეჭვის შეტანას მის დიდ ხელმისაწვდომობაში, მის პიროვნებაში, მის მნიშვნელოვან როლში. კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შემიძლია ვუთხრა მას რაღაცეები და მან ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რასაც ვამბობ, რადგან, როგორც ვთქვი, მიყვარს. ის მჭირდება მაშინაც კი, როცა სახლში ვარ და არ ვვარჯიშობთ“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ქენან ილდიზს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 7 გოლი აქვს გატანილი და „იუენტუსის“ საუკეთესო ბომბარდირია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095377