ფეხბურთი

13:44 | 28.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ნათან აკე სურს

„ბარსელონა“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ცენტრალური მცველის დამატებას აპირებს და ესპანურ გრანდს უკვე არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს.

Sport-ის ცნობით, „ბარსას“ „მანჩესტერ სიტიდან“ ნათან აკეს დამატება სურს. ნიდერლანელი მცველის სათამაშო სტილი იდეალურად შეესაბამება „ბარსას“ და მას შეუძლია, როგორც ცენტრალურ, ისე მარცხენა მცველად თამაში.

„მანჩესტერ სიტი“ არაა წინააღმდეგი აკე გაუშვას - ან გაყიდოს, ან იჯარით გაუშვას. კატალონიელების სურვილი ფეხბურთელის იჯარით და გამოსყიდვის ვარიანტით დამატებაა. მხარეები სწორი ფორმულის პოვნაზე მუშაობენ.

ნათან აკე „მანჩესტერ სიტიში“ 2020 წლიდან თამაშობს და 158 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ბორნმუთში“, „ჩელსიში“, „რედინგსა“ და „უოტფორდში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165331