მადრიდის „რეალს“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პსჟ-დან ვიტინიას შეძენა სურს. როგორც Cadena ser-ის ცნობით, თუ „სამეფო კლუბი“ ვინისიუსის გაყიდვას მოახერხებს, ტრანსფერიფან მიღებული თანხის დახარჯვას ვიტინიას საყიდლად ეცდება.
ეს ადვილი არ იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ ვიტინია პსჟ-ს ლიდერია და პარიზულ კლუბს მასთან განშორება არ სურს. მით უფრო, რომ ფრანგებს ფინანსური პრობლემები არ აქვთ. მეორე მხრივ, „რეალში“ კარგად იციან, რომ ამ კლუბისთვის უარის თქმა ნებისმიერ ფეხბურთელისთვის რთულია.
იდეა არსებობს, ბევრი რმ იმაზე იქნება დამოკიდებული, გაყიდის თუ არა ესპანური გრანდი ვინისიუსს, რომელსაც ბოლო დროს კლუბში პრობლემები აქვს.
ვიტინია პსჟ-ს ღირსებას 2022 წლიდან იცავს და 176 მატჩში 24 გოლის გატანა მოახერხა. მას განსაკუთრებით შთამბეჭდავი გასული სეზონი ჰქონდა, როდესაც პარიზელთა წარმატებებში უდიდესი წვლილი შეიტანა.
პარი სენ-ჟერმენამდე ვიტინია „პორტუს“ და ინგლისური „ვულვზის“ ღირსებას იცავდა, პორტუგალიის ნაკრებში კი 35 უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული.






