ტურინის „იუვენტუსს“ ქენან ილდიზთან კონტრაქტის განახლება სურს, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება ძალაში 2029 წლის ზაფხულამდეა.
20 წლის თურქის მიმართ ინტერესს ევროპულ გრანდები იჩენენ, მაგრამ „იუვენტუსის“ გეგმა ნათელია - ილდიზი არ იყიდება. უფრო მეტიც, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ხელშეკრულების 2030 ან 2031 წლამდე განახლებისთვის. თუ მხარეები შეთანხმდებიან, თურქის ხელფასი სეზონში 6 მილიონ ევრომდე გაიზარდება და გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
ქენან ილდიზმა მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 7-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო 2023 წლიდან 107 მატჩში თავი 23 გოლით გამოიჩინა.





