მაროკოს ნაკრების მცველი აშრაფ ჰაკიმი გამოჯანმრთელდა და აფრიკის თასის მესამე ტურში ზამბიასთან შესაძლოა ითამაშოს.
ჰაკიმიმ ბოლოს 4 ნოემბერს, პსჟ-„ბაიერნის“ მატჩში ითამაშა, როცა დაშავდა. მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ კი პსჟ-ს მადლობა გადაუხადა:
„მადლობა მინდა გადავუხადო „პარი სენ-ჟერმენს“, თუ ჰაკიმი დაბრუნდა, ეს მათი დამსახურებაა. მსოფლიოში არცერთი კლუბი არ არსებობს, რომელიც ჰაკიმის აფრიკის თასამდე 15 დღით ადრე გუნდიდან წასვლის ნებართვას მისცემდა. ნასერ ალ-ხელაიფი ჯენტლმენია“, - თქვა რეგრაგიმ.
შეგახსენებთ, რომ მაროკოს ნაკრებს აფრიკის თასზე ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს მოპოვებული.






