კალათბურთი

18:20 | 28.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის MVP-ის ტიტული ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-12 ტურში „ტენერიფემ“ „გრან კანარიას“ უმასპინძლა, რომელთანაც 70:71 დამარცხდა.

გიორგი შერმადინი ორივე გუნდში საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 22 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა.

„ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 8 გამარჯვებით და 4 მარცხით მეოთხე პოზიციას იკავებს, ხოლო 30 დეკემბერს, „გრანადას“ საკუთარ მოედანზე შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094735