კალათბურთი

18:50 | 28.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის 8 და სანაძის 5-ქულიანი მატჩები ესპანეთის მეორე ლიგაში

ესპანეთის საკალათბურთო მეორე ლიგაში დუდა სანაძის „პალმერ ბასკეტმა“ მორიგი მარცხი განიცადა, რომელიც გასვლაზე „პალმასთან“ ვერაფერს გახდა - 80:82.

ქართველმა კალათბურთელმა 26 წუთი ითამაშა, მაგრამ გუნდს მხოლოდ 5 ქულით, 1 მოხსნით და 1 პასით დაეხმარა.

„პალმერ ბასკეტი“ 2 მოგებით და 11 წაგებით ბოლო ადგილზეა, 4 იანვარს კი, „გიპუზკოას“ უმასპინძლებს.

ამავე ლიგაში თად მაკფადენის „მენორკამ“ შინ „ფუენლაბრადა“ 80:70 დაამარცხა, რაშიც თადმა წვლილი 22 წუთში 8 ქულით, 3 მოხსნით და 3 პასით შეიტანა.

„მენორკა“ 6 გამარჯვებით და 7 მარცხით მერვე ადგილზეა, 4 იანვარს კი, საკუთარ მოედანზე „ალიკანტეს“ გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09623