ფეხბურთი

20:21 | 28.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ჰოილუნმა მოაგებინა

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში „ნაპოლი“ „კრემონეზეს“ ესტუმრა, რომელსაც დამაჯერებლად აჯობა და მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ანტონიო კონტეს გუნდი დიდ უპირატესობას პირველივე ტაიმში დაეუფლა, როცა 2:0 დაწინაურდა. მატჩის გმირი დანიელი ფორვარდი რასმუს ჰოილუნი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა. შესვენების შემდეგ არაფერი შეცვლილა. „კრემონეზეს“ რიგებში არ უთამაშია დაჩი ლორთქიფანიძეს, ისევ სათადარიგო სკამზე იყო.

„ნაპოლი“ 34 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ლაციოს“ შეხვდება, ხოლო „კრემონეზე“ 21 ქულით მე-12 პოზიციაზეა და მომდევნო მატჩს „ფიორენტინასთან“ ჩაატარებს.

„კრემონეზე“ – „ნაპოლი“ 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 ჰოილუნი (13), 0:2 ჰოილუნი (45)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.163117