ფეხბურთი

22:08 | 28.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

უსმან დემბელე Globe Soccer Awards-ის ვერსიითაც წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

Globe Soccer Awards-მა წლის ბოლოს, ტრადიციულად საფეხბურთო სეზონი შეაჯამა და მე-16 ცერემონია ჩაატარა, რის შედეგადაც წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

არაფერი მოულოდნელი: როგორც ოქროს ბურთის და The Best-ის შემთხვევაში, Globe Soccer Awards-ის ვერსიითაც, 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი უსმან დემბელე გახდა. ფრანგმა ყველა ვერსიით შეძლო ამ ჯილდოს მიღება.

დასახელდა წლის საუკეთესო თავდამსხმელიც, სადაც ხუთ ნომინანტს შორის ხვიჩა კვარაცხელიაც იყო, მაგრამ საუკეთესო თავდამსხმელად საბოლოოდ, ლამინ იამალი დასახელდა.

საუკეთესო ეროვნული ნაკრები: პორტუგალია

ლა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი: ჰანსი ფლიკი (ბარსელონა, გერმანია)

ლა ლიგის 23-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელი: ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი)

ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი: რაფინია (ბარსელონა, ბრაზილია)

საუკეთესო საფეხბურთო აგენტი: ჟორჟე მენდეში (პორტუგალია)

ქალთა ფეხბურთის საუკეთესო გუნდი: ბარსელონა (ესპანეთი)

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: აიტანა ბონმატი (ბარსელონა, ესპანეთი)

საუკეთესო მწვრთნელი: ლუის ენრიკე (პსჟ, ესპანეთი)

წლის ყველაზე განვითარებადი ფეხბურთელი: დეზირე დუე (პსჟ, საფრანგეთი)

კარიერის ჯილდო: ჰიდეტოში ნაკატა (იაპონია) და ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)

საუკეთესო ნახევარმცველი: ვიტინია (პსჟ, პორტუგალია)

საუკეთესო თავდამსხმელი: ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი)

საუკეთესო სპორტული დირექტორი: ლუიშ კამპუში (პსჟ, პორტუგალია)

წლის დაბრუნება: პოლ პოგბა (მონაკო, საფრანგეთი)

საუკეთესო პრეზიდენტი: ნასერ ალ-ხელაიფი (პსჟ)

საუკეთესო კლუბი: პსჟ (საფრანგეთი)

ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო ფეხბურთელი: კრიშტიანო რონალდო (ალ-ნასრი, პორტუგალია)

მარადონას ჯილდო: ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი)

საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი: უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097572