ესპანეთის საკალათბურთო მეორე დივიზიონში გიორგი კორსანტიას „გიპუზკოამ“ საკუთარ მოედანზე „ესტელა“ დაძაბულ ბრძოლაში 88:77 დაამარცხა.
კორსანტიამ 22 წუთი ითამაშა, თავის გუნდს კი 11 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 11-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„გიპუზკოა“ 7 მოგებით და 6 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 იანვარს დუდა სანაძის „პალმერ ბასკეტს“ ესტუმრება.







