ფეხბურთი

2:00 | 29.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" სერია A-ში ლიდერის პოზიცია დაიბრუნა

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში მილანის „ინტერი“ სტუმრად „ატალანტასთან“ სათამაშოდ ჩავიდა, რომელსაც აჯობა და 2025 წელი ლიდერის რანგში დაასრულა.

მატჩი დაძაბული გამოდგა, მაგრამ „ნერაძურიმ“ მიზანს მიაღწია. ყველაფერი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 65-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა გაიტანა. ბერგამოელებს შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ ლაზარ სამარჯიჩმა შეხვედრის მიწურულს ძალიან ხელსაყრელი მომენტი გაანიავა.

„ინტერი“ 36 ქულით ლიდერობს სერია A-ს, მაგრამ კონკურენტების სუნთქვას გრძნობს, რადგან „მილანს“ ერთადერთი და „ნაპოლის“ ორი ქულით უსწრებს. „ატალანტა“ 22 ქულით სატურნირო ცხრილის შუაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16719